,,სწორედ ახლა, სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი”- ზელენსკი

„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდოემიმართავში განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელისუფლებას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის, რომელიც მისი თქმით, გააძლიერებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ უკრაინელ სამხედროებს.

„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი. პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ უკვე მიმდინარე წელს ყველაფერი რუსეთის მიერ დაწყებულ ომში ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის. ეს ომი ცხრა წლის წინ დაიწყო, ფართომასშტაბიანი ომი კი – გასული წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ ამ წელს შესაძლებელი იყოს, დაესვას წერტილი რუსეთის აგრესიას, გათავისუფლდეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და როგორც ჩვენმა სახელმწიფომ, ისე ევროპის ყველა ერმა, რომელსაც თავისუფლად და მშვიდობიანად ცხოვრება სურს, მიიღოს საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. ამისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯები ცნობილია. ჩვენი საბრძოლო საჭიროებები ამისთვის ცნობილია. ჩვენი პარტნიორებისთვის ასევე კარგად ცნობილია, თუ რა აქტიური მოქმედებებია ამისთვის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, ფრონტზე ჩვენი მეომრების მოქმედებები. საჭიროა მხოლოდ სიმტკიცე. დღეს მე დავინახე პრეზიდენტ ბაიდენის და ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი სიმტკიცე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები