ბავშვი, რომელიც სირიაში, ნანგრევების ქვეშ დაიბადა დეიდამ და ბიძამ იშვილეს

ბავშვი, რომელიც სირიაში, ნანგრევების ქვეშ დაიბადა დეიდამ და ბიძამ იშვილეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პატარა საავადმყოფოდან მას შემდეგ გაწერეს, რაც დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ დეიდა მისი სისხლით ნათესავი იყო.

“ის ახლა ჩემი ერთ-ერთი შვილია, ეს გოგონა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ამ ბავშვის გარდა მისი ოჯახიდან არავინ დარჩენილა”, – განაცხადა გოგონას ბიძამ.

დეიდამ და ბიძამ პატარას დედის სახელი დაარქვეს. მანამდე კი ოფიციალურმა პირებმა მის სახელად “აია” შეარჩიეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს.

ჩვილს მიწისძვრის დროს, დედა, მამა, 4 და-ძმა და დეიდა დაეღუპა. მისი შვილად აყვანის სურვილს ათასობით ადამიანი გამოთქვამდა მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი თემები