გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ გაემგზავრონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთის ფედერაციაში არ იმოგზაურონ.

გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდში გამოიჩინონ.

„ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევას. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულოს საშუალებით დაცვას,“ – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები