თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს

თბილისის მერიის შენობასთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნით, საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ადგილზე სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერით მივიდნენ, წარწერით „თავისუფლება მიშას“. ასევე მათ მიტანილი აქვთ პლაკატები, წარწერით „კახა რუსი, მკვლელი და მოღალატე“.

მსგავსი თემები