„სწორად აშენება არის მიწისძვრის პრევენცია, სხვა არაფერი“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსიც ლაშა სუხიშვილის განცხადებით, მიწისძვრის ერთადერთი პრევენცია სწორად აშენებაა და სხვა არაფერი.  მისი შეფასებით, საქართველოში მოქმედი მოძველებული სტანდარტების მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, მენაშენეები მასაც თავს არიდებენ.

„რეალურად, დღეს, მეტწილად, თუ დეველოპერს უნდა ხარისხიანად აშენება, კანონმდებლობა მას ამის საშუალებას აძლევს, მაგრამ მას არ უკრძალავს, გამოიყენოს უფრო მკაცრი რეგულაციები, რომლებიც უფრო წარმატებულ ქვეყნებში მოქმედებს. მაინც ყველაფერი ერთი მხრივ სუბიექტურ პატიოსნებაზეა დამოკიდებული და არსებობენ ერთეულებიც, რომლებიც ცდილობენ იმაზე კარგად ააშენონ, ვიდრე რეგულაცია ითხოვს, მაგრამ ეს მცირე ნაწილი. უმეტესობა ან მიუყვება მოძველებულ რეგულაციას, ან ცდილობს ამ მოძველებულ რეგულაციასაც თავი აარიდოს და დარღვევით შეასრულოს“ – აღნიშნა ლაშა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

სეისმოლოგის თქმით, სწორად აშენება საუკეთესო თავდაცვაა.

„სწორად აშენება არის მიწისძვრის პრევენცია, სხვა არაფერი. თურქეთის მიწისძვრამაც გვაჩვენა ეს, რომ მიწისძვრის ზონაში გარკვეული შენობები არ დანგრეულა. გამოსავალი არის ხარისხიანი მშენებლობა“ – აღნიშნა სუხიშვილმა.

 

მსგავსი თემები