საბერძნეთში ქურდობისა და მოპარული ნივთების ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ ქალაქ რეტმინოში ქურდობისა და მოპარული ნივთებით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის კაცი და მისი თანამზრახველი ქალი 25 მაისიდან 23 ივნისამდე 11 ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა სხვა ნივთებთან ერთად 15 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა ამოიღეს და მათი ნაწილი მეპატრონეს დაუბრუნეს.

მსგავსი თემები