აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, ცნობილი „ვაგნერის“ დაჯგუფება უკრაინაში სერიოზულ ზარალს განიცდის. თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ვაგნერის“ 30 000-ზე მეტი წევრი დაიღუპა ან დაშავდა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, ჯონ კირბის განმარტავს, რომ დაღუპულია „ვაგნერის“ 9 000-მდე წევრი. მისვე თქმით, დაღუპულთა 90%-ი რუსეთის ციხეებიდან გაყვანილი მსჯავრდებულები არიან.