„თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, ათეული წლების განმავლობაში ვიხილავთ მსგავს ქცევას“ – ფინეთის პრემიერი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი თემა ისევ და ისევ უკრაინაა. მსოფლიო ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას და ერთხმად აფიქსირებენ, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

„როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ამან დაარღვია ყველა წესი, შეთანხმება. თუ უკრაინა  არ გაიმარჯვებს და ჩვენ არ ვიქნებით ერთგული ჩვენი ღირებულებების, საერთაშორისო წესრიგის, ათეული წლების განმავლობაში ვიხილავთ მსგავს ქცევას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. უნდა შევინარჩუნოთ სისტემა, რომელიც ყველამ ერთად შევქმენით, რომელსაც ჰქონდა თავისი მიზანი. ეს სისტემა იყო დარღვეული“ – განაცხადა ფინეთის პრემიერმა სანა მარინიმ მიუნხენში.

 

მსგავსი თემები