„რუსულ ძალებს კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ“ – ბრიტანეთის პრემიერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთი პირველია მსოფლიოში, რომელმაც უკარაინას ტანკები გაუგზავნა. მისი თქმით, ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. აღნიშნული შესახებ რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

„ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ყოველთვის იქნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც უკრაინას ტანკები გაუგზავნა და რომელმაც გადაამზადა მფრინავები, საზღვაო ძალები. ჩვენ უკრაინას გადავეცით 2.3 მილიარდიანი ფუნტის დახმარება გასულ წელს და ამ დახმარებას კიდევ უფრო გავზრდით 2023 წელს. ყველა მოკავშირეს იგივე ისტორია აქვს. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა განსხვავებულ ვითარებას გვაძლევს“ – აღნიშნა რიში სუნაკმა.

პრემიერის შეფასებით, მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა.

„ყოველდღიურად, რუსულ ძალებს კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ.  ერთადერთი გზა, რითაც ეს შეიცვლება, არის ის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ჩვენ გვჭირდება სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგია, რომ მოვიპოვოთ მშვიდობა. უკრაინამ რომ მოიგოს ომი, მას სჭირდება მეტი არტილერია, შეიარაღება და საჰაერო თავდაცვა.  როცა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ის დარწმუნებული იყო, რომ  ჩვენი ერთიანობა დაირღვეოდა. ახლაც კი ფსონს დებს, რომ ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ნერვებს, მაგრამ საპირისპირო დავუმტკიცეთ მაშინ და საპირისპიროს დავუმტკიცებთ ახლაც“, – აღნიშნა რიში სუნაკმა მიუნხენში.

მსგავსი თემები