„ბატონო სააკაშვილი კარგი მსახიობია… მთავრობა უზრუნველყოფს მის კომფორტს“ – პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე

იუნხენის მსოფლიო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილზეც მოუწია საუბარი. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, სააკაშილი კერძო კლინიკაში კომფორტულ გარემოში იმყოფება, თუმცა, ის კარგი მსახიობია.

„პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა, იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა პირველ ოქტომბერს, იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მის ოჯახს მხარს უჭერს, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანოს ექიმი.

„ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, ეს არის ჩემი პასუხი“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები