„ჩვენ არასდროს მივიღებთ ამ იმპერიალისტურ ომს“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი თელავს საერთაშორისო სამართალს, ეს არის იმპერიალისტური ომი, რასაც მსოფლიო არასდროს მიიღებს.

როგორც  ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ეს ომი მსოფლიოს არსებობის მთავარ წერტილს ეხება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ნათლად განვაცხადოთ, რა სახის ომია ეს, რომელიც ეხება პუტინის იმპერიალისტურ გეგმებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ამ იმპერიალისტურ ომს, არასდროს მივიღებთ, რომ პუტინი თელავს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ყველა ჩვენგანს იცავს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით,  სანქციების შემუშავების მიუხედავად, მათ ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთის წანააღმდეგ ამ სანქციების ამოქმედება არ მოუწევდათ.

„ერთი წლის წინ, ამერიკელმა მეგობრებმა უპრეცედენტო რამ გააკეთეს, დაიწყეს სადაზვერვო მონაცემების გასაჯაროება. ამან ადრეული შეტყობინება მოგვცა. ჩემმა კაბინეტმა მათთან მუშაობა უკვე დეკემბერში დაიწყო პოტენციურ სანქციებზე, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ვიმედოვნებდით, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, არ გამოვიყენებდით ამ სანქციებს. ინტენსიური მუშაობის შემდეგ, შევადგინეთ სანქციები, რაც მიმართული იყო თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ეს სინქრონიზებული იყო დიდ შვიდეულთან. ამან შესაძლებელი გახადა, რომ შეჭრიდან რამდენიმე დღეში ძალიან ძლიერი სანქციების პაკეტი წარმოგვედგინა.  ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენი ერთიანობა შენარჩუნდება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

მსგავსი თემები