პოლონეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ 29“-ის გადაცემას არ გამორიცხავს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით,  პოლონეთში უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავენ.

როგორც დუდა განმარტავს, თუ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად საერთაშორისო კოალიცია თუ შეიქმნება, პოლონეთი ამ კოალიციის შემადგენლობაში იქნება.

მიგ 29“ ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში, ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნატო-ს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი და განვიხილავთ მისი გადაცემის საკითხს“, – განაცხადა პრეზიდენტმა დუდამ.

 

მსგავსი თემები