დაკავებული ევროპარლამენტარი პატიმრობაში დატოვეს

ევროპარლამენტი წევრი ევა კაილი, რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა მისთვის ელექტრონული სამაჯურის გამოყენებასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დეპუტატი უდანაშაულოა, მას ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან და მისთვის ელექტრო სამაჯურის გამოყენებას ითხოვდა. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, დეპუტატს შეეზღუდა ჩვილ შვილთან შეხვედრის უფლება.

„სოციალისტმა“ ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას მიმართეს და დახმარება სთხოვეს. მათი მტკიცებით, ყოფილ დეპუტატს წამების ტოლფასად ექცეოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ 10 დეკემბერს დააკავა. მას ც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობაში ედება ბრალი.

 

მსგავსი თემები