ანანურში ავტომანქანა პატრულის მანქანას შეეჯახა, არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა რომელიც ანანურში მოხდა, მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საპატრულო ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ.

ერთ-ერთ დაშავებულ პატრულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.

„დაშავებული თბილისის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ოპერაციაში როგორც ტრავმატოლოგები, ასევე სხვა პროფილის ქირურგები მონაწილეობენ“, – აცხადებენ კლინიკაში.

მსგავსი თემები