პოლონეთში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ჩადის. თეთრი სახლის განმარტებით, პოლონეთიდან ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს.

განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა –  ჯონ კირბიმ გააკეთა. მისი თქმით, პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა და უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება.

ჯო ბაიდენი პოლონეთს 20-22 თებერვალს ესტუმრება.  პოლონეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ე.წ. „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებს – ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს – შეხვდება.

 

მსგავსი თემები