„თუ პუტინი გაიმარჯვებს, მსოფლიო უფრო სახიფათო იქნება“ – იენს სტოლტენბერგი

„ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება, რომ იყოს ევროპის სუვერენული სახელმწიფო. არის წუხილი, რომ უკრაინისადმი ჩვენი დახმარება ესკალაციას ზრდის. ნება მიბოძეთ, გითხრათ, უფრო დიდი რისკი პუტინის გამარჯვებაა“ – აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით,  უკრაინის დახმარება მსოფლიოს უსაფრთხოების ინტერესებშია.

„ომები არაპროგნოზირებადია და არ ვიცით, როდის და როგორ დასრულდება, მაგრამ ვიცი, რომ ეს ომი ხვალაც რომ დასრულდეს, ჩვენი უსაფრთხოების გარემო გრძელვადიანად შეიცვლება. კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, როდესაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ვითარებას აქტიურად აკვირდება პეკინი, რომ დაინახოს საფასური, რასაც რუსეთი იხდის. რაც დღეს ევროპაში ხდება, შეიძლება, ხვალ აზიაში მოხდეს. უკრაინის ომი აჩვენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, ის გლობალურია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე.

მსგავსი თემები