„პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს მეტ ომს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო-ს გარეშე ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება. როგორც იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის.

„ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრით, მაგრამ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის მაგალითი.  ყველა ძალისხმევა ჩავდეთ რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაში. მიუნხენის კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, მე მოვუწოდე პრეზიდენტ პუტინს, უკან დაეხია. ჩვენი სამშვიდობო მოწოდებების მიუხედავად, მან თავდასხმა აირჩია. ჩვენ ომიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი შეფასებით, პუტინი მეტ ომს გეგმავს.

„უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება. პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს მეტ ომს, ახალ თავდასხმებს. არ არის მტკიცებულება, რომ მან ამბიციები შეცვალა. ის ახდენს ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას, გადაჰყავს რუსული ეკონომიკა სამხედრო ჩარჩოში, კავშირი აქვს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიც არის ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რათა მიიღოს მეტი შეიარაღება“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები