რუსეთს ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს უმზადებს

ევროკავშირი ოკუპანტ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. საუბარია მე-10 პაკეტზე, რომელიც დანარჩენ ცხრაზე უფრო მკაცრი იქნება. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, მე-10 პაკეტში რუსი პროპაგანდისტებიც მოექცევიან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნულ თემაზე  ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სისხლისთვის, რომელიც მის გამო დაიღვარა. უახლოეს დღეებში ჩვენ სანქციების მე-10 პაკეტს წარმოვადგენთ. პირველი – სანქციებს რიგი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ გამოვიყენებთ, მაგრამ ასევე, ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ძალიან ყურადღებით მოგისმინეთ უკრაინაში, ჩვენ სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, ვინაიდან მათი ტყუილები საზოგადოებრივ სივრცეს შხამავს რუსეთში და საზღვარგარეთ. თქვენ ამას დაჟინებით ითხოვდით, ჩვენ გავიგეთ”, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ სამიტს, შარლ მიშელის მიწვევით თავად უკრაინის პრეზიდენტიც ესწრება.

მსგავსი თემები