ომიანე ჯიქია, ვის სახლშიც ესებუა დააკავეს, აცხადებს, რომ ის არ უნახავს

ომიანე ჯიქია მის სახლში დაკავებულ ბადრი ესებუასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მის შესახებ არაფერი იცის.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუა 2 წლიანი ძებნის შემდეგ ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ოჯახის უფროსის თქმით, ესებუა მათთან სავარაუდოდ გვიან მივიდა.

,,მე ბადრი ესებუა არ მინახავს. როგორ შემოვიდა, არ ვიცი. შესულა ოთახში და დამჯდარა. ვიღაცამ დაინახა ალბათ, მოვიდა პოლიცია, დაიჭირეს და წაიყვანეს.  არც დავლაპარაკებივარ, ჩვენ, ოჯახის წევრებს გვეძინა. არც დაუძახია და არც არაფერი უკითხავს”, – აცხადებს ომიანე ჯიქია.

მსგავსი თემები