„მომავალი რამდენიმე კვირა და თვე სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და აცხადებს, რომ „ჩვენ დაუყოვნებლივ გავაცნობიერეთ, რომ ევროპის ისტორიისა და უსაფრთხოების ახალი ეტაპის წინაშე ვდგავართ“.

განცხადება შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ, ყველას გვახსოვს გასული წლის 24 თებერვალს გამართული ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინ ევროკავშირის 27 წევრის ლიდერს ვირტუალურად მიმართა და ისაუბრა თავისი ქვეყნისა და თავის ბედზე. გასული წლის 24 თებერვლის ეს სხდომა იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის ისტორიაში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავაცნობიერეთ, რომ ევროპის ისტორიისა და უსაფრთხოების ახალი ეტაპის წინაშე ვდგავართ. გავაცნობიერეთ, რამდენად მნიშვნელობა აქვს ერთიანობას და რომ გვჭირდებოდა უკრაინელი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, უახლოესი რამდენიმე კვირა და თვე უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

„მომავალი რამდენიმე კვირა და თვე სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება.  ყოყმანის დრო არ არის. დროა, შევინარჩუნოთ რაციონალურობა. მაქსიმალური მხარდაჭერის დროა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

მსგავსი თემები