,,უკრაინაში ბრიტანული ავიაგამანადგურებლების მიწოდებას შედეგები მოჰყვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის”- რუსეთის საელჩო

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ უკრაინაში ბრიტანული გამანადგურებლების მიწოდებას შედეგები მოჰყვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.

„შევახსენებთ ლონდონს: ასეთი სცენარის შემთხვევაში, ესკალაციის შემდეგი რაუნდის მსხვერპლის რაოდენობა და მისი სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში იქნება გაერთიანებული სამეფოს სინდისზე. რუსეთს ეცოდინება, როგორ უპასუხოს ბრიტანული მხარის ნებისმიერ არამეგობრულ ქმედებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის,  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ ლონდონი მზად არის, განიხილოს უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება.

მსგავსი თემები