„ჩვენ ის გვჭირდება წელს და როდესაც ვამბობ ამ „წელს“, შარლ, მე ვგულისხმობ 2023-ს“ – რას სთხოვა ზელენსკიმ მიშელს

ევროპის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა შარლ მიშელს მიმართა და ევროკავშირის წევრობა წელს ითხოვა.

„ვაფასებ ყველაფერს, რაც გააკეთეთ. მოვისმინე ურსულასგან, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით, შედეგების შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ დიალოგი ევროკავშირში ჩვენი მომავლის შესახებ. ჩვენ გვინდა, რომ ეს წელს მოხდეს, ჩვენი მოტივაციისთვის, ჩვენი არმიის მოტივაციისთვის, რადგან მათ თავს ესხმის რუსეთის არმია. რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი, უკრაინა, შვილები, სახლები, ეს არის მნიშვნელოვანი მოტივაცია, ასევე, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ის გვჭირდება წელს და როდესაც ვამბობ ამ „წელს“, შარლ, მე ვგულისხმობ 2023-ს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები