,,თუ საჭირო გახდება კაბინეტსაც ავუჭედავთ”- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენ ვიბრძოლებთ, მე ამ ხალხთან ერთად ვაპირებ მოქმედებას ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ცხადია დედაქალაქშიც,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამ წუთებში სხვადასხვა რეგიონში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება, თავად ხაბეიშვილი ზესტაფონში იმყოფება.

,,ყველა ქალაქში, ყველა რაიონში იქნება პროტესტი. დღეს მშვიდობიანად ვართ მოსულები აქ, მაგრამ ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საჭირო თუ გახდება კაბინეტსაც ავუჭედავთ. ეს ტალღა აგორდება, აზვირთდება და ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არ ელოდება კარგი დღე.  ეს არ არის ვიწრო პარტიული ინტერესი, ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უდრის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამაზე საუბრობენ ჩვვენი პარტიონერები, მთელი ცივილიზებული სამყარო, რომ მესამე პრეზიდენტის წამებით მოკვლის შემდეგ, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ”ტვ პირველის” ეთერში.

მსგავსი თემები