პუტინის განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებები რუსეთს არ დაუწყია   

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი „ნაციონალისტებმა“ დაიწყეს, რუსეთი კი მის დასრულებას ცდილობს. აღნიშნული განცხადება პუტინმა საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები. ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ. საომარი მოქმედებები წამოიწყეს ნაციონალისტებმა უკრაინაში და მათ, ვინც მხარი დაუჭირა 2014 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. ამას მოჰყვა მოვლენები ყირიმსა და დონბასში“  – ასეთია პუტინის მორიგი გზავნილი.

 

მსგავსი თემები