ნახეთ რომელი პრეპარატი გამოითხოვა ბაზრიდან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიის Schering-Plough Labo N.V, წარმოებული პრეპარატი „დიპროსპანი“ (5მგ + 2მგ) / 1მლ ბაზრიდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზეზი ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილება გახდა. „მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა – კერძოდ, წარმოების პროცესში უჟანგავი ფოლადის პოტენციური ნაწილაკებით დაბინძურება. მწარმოებლის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა შეტყობინებები, რეალიზებული პროდუქტის პარტიებში მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ“, – აღნიშნულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებაში. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე,…

მეტი...

,,ოპოზიციიდან დილით ვიღაცას ხინკლის ჭამა ან ხაში მოუნდება, მოვა და იტყვის, ბოიკოტში ვარო”- ალეკო ელისაშვილი

,,ოპოზიციიდან ვიღაცას ხინკლის ჭამა მოუნდება, დილით მოვა და იტყვის, ბოიკოტში ვარო. ან „პახმელიაზე“ ხაში მოუნდება და ბოიკოტს გამოაცხადებს, ეს სწორი საქციელი არ არის,”-  ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ბოიკოტი უკვე ანეკდოტის თემა გახდა“. „აქციებს, რომელსაც ახლა „ნაცმოძრაობა“ მართავს, რა უნდათ? – ხელისუფლების გადაყენება უნდათ და არაფერი ეტყობა, რომ ხელისუფლება გადადგომას აპირებს. ამით ვერც სააკაშვილს იხსნიან. ხელისუფლებას დისკომფორტს ვუქმნითო და დისკომფორტს მხოლოდ პატიოსან პოლიტიკოსებს უქმნიან, რომელთაც ამ სიცივეში დაარბენინებენ. მათ აქციებს 5-50 კაცი დადის. არჩევნებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“ და მას სტრატეგია უნდა დავუპირისპიროთ. ბოიკოტი…

მეტი...

მკვლელი შეცვლილი გვარით ცხოვრობდა – ოზურგეთში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის 2002 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. „დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. 2008 წელს წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა. იგი მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის“, – აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

მეტი...

,,პუტინს ერთი შანსიც არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა”- ჯო ბაიდენი

,,პუტინს ერთი შანსიც არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „პიბიეს ნიუსაუერთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით,  ნატო კოორდინაციას უწევს უკრაინის მხარდაჭერას. „პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში თუ შეიჭრებოდა, მაშინ, პირველ რიგში, ყველა რუსულენოვანი ადამიანი კეთილგანწყობილი მიესალმებოდა და ეტყოდა, „შემობრძანდით“. მეორე – , ეგონა, რომ ნატო დაიშლებოდა, არაფერს გააკეთებდა, მოქმედების შეეშინდებოდა…“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.    

მეტი...

,,ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა, იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა”- ბადრი ესებუას ადვოკატი

,,როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა,” – ამის შესახებ ,,საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა. ამასთან, ადვოკატმა განმარტა თუ რატომ იმალებოდა ბადრი ესებუა ამ დროის განმავლობაში. „გუშინ პირველად ვნახე და შესაბამისად, მქონდა გაცნობითი ხასიათის საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემაზე, რაც ეხებოდა მისი სისხლის სამართლის საქმეს. მისი პოზიცია ცნობილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განმარტებით, ეს დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს. ის, თუ რატომ იმალებოდა, მისი განმარტებით, ყაჩაღობიდან მეორე…

მეტი...

,,ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე”- ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,ჩვენ ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე და მზად ვართ, დავეხმაროთ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაში,”– ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ რადმანმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხორვატია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერია. „მე დღეს კიდევ ერთხელ განვუცხადე ილია დარჩიაშვილს ხორვატიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი. ხორვატია გახლავთ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე და მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაში. ამ მხრივ…

მეტი...

,,საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით რუსეთს და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, დღეს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა არათუ ზრდა, რაც ნიშნავს ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და ამას ააცილა ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ზიანი ვერ მიადგებოდა და დაზიანდებოდა მხოლოდ საქართველო. „ამავე დროს ვნახეთ, რომ ის ხალხი, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები იქნებოდნენ თუ არა, რომლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები, ვნახეთ, რას უპირებდნენ ჩვენ ქვეყანას საბოლოო ჯამში. დღეს ეს უკვე დათვლილია ეკონომიკურადაც, საქართველოს რომ დაეწესებინა…

მეტი...

,,რა უტყუარი მტკიცებულებებია, რომ ბადრი ესებუა ბანკზე თავდამსხმელი პირია?”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილსი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავებას ეხმიანება. ,,რა უტყუარი მტკიცებულებებია, რომ ბადრი ესებუა ბანკზე თავდამსხმელი პირია?!… თვალები? მაგნაირი თვალები დედამიწაზე მინიმუმ ას მილიონ კაცს აქვს!,”- წერს შალვა ხაჭაპურიძე.

მეტი...

,,თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს”- ზარქუა პრეზიდენტზე

,,თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს,”- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ზარქუას თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ პრეზიდენტი ”რაღაც ჩაკეტილ სივრცეშია და არ მიეწოდება ინფორმაცია”. ,,მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე რაღაც ჩაკეტილ სივრცეშია და არ მიეწოდება ინფორმაცია, ეს შთაბეჭდილება მრჩება. მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო დღეს ყველაზე აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, მათ შორის სატრანსპორტო შესაძლებლობებით, ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდად შეფასებული ელექტროსადენი იდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ევროკომისიამ სამი დღის წინ ჩვენი რეფორმები შეაფასა და ერთ- ერთი მოწინავე ვართ. მე მგონია, რომ მას…

მეტი...

,,ჩემი შვილი უდანაშაულოა” – ბადრი ესებუას მამა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა. ამის შესახებ ტარიელ ესებუამ ადვოკატ იოსებ ჯანაშიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. სხვა დამატებითი კომენტარი მას არ გაუკეთებია. ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში,  გუშინ ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ადამიანი არ არის რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი წაიღო. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის…

მეტი...

ბადრი ესებუა თბილისში გადმოჰყავთ

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუა თბილისში გადმოჰყავთ. 43 ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული  სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხდის. ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში,  გუშინ ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ადამიანი არ არის რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი წაიღო.     შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მეტი...

დაზარალებული მომხმარებლები, რომლებსაც ათასობით ლარის ღირებულების ამანათი დაუკარგეს, „ფოსტალონს“ უჩივიან

დაზარალებული, მოტყუებული, „გადაგდებული“ მომხმარებლები კომპანია „ფოსტალონს“ უჩივიან. კომპანიამ, რომელსაც ამანათები ამერიკიდან საქართველოშ უნდა ჩამოეტანა, ძვირადღირებული გზავნილი არაერთ მომხმარებელს დაუკარგა, პასუხისმგებელი კი არავინაა. „კონკურენციის ეროვნულმა კომისიამ“ დაზარალებული მომხმარებლების საჩივრის საფუძველზე მოკვლევა უკვე დაიწყო. ისტორია  ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანია USA2GEORGIA-ს მსგავსია, რომელმაც მომხმარებლები დააზარალა. „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ მოკვლევის საფუძველზე პასუხისმგებლობა თავად კომპანია USA2GEORGIA-ს დაეკისრა. რაც შეეხება კომპანია „პოსტალონს,“  საკმარისია მის სოციალურ გვერდს გადახედოთ, კომპანიის იმიჯსა და საქმიანობაზე წარმოდგენა ნათელია. აი, რას წერენ დაზარალებული მომხმარებლები. „გამარჯობათ, ამანათი უნდა გამოგზავნილიყო აშშ-ს საწყობიდან 2 იანვარს და ჩამოსულიყო 11 იანვარს. თუმცა, ამანათი დღემდე არ ჩანს;…

მეტი...

მიწისძვრის შედეგად თურქეთში 12 391 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი 2 992

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი. სირიაში დაღუპულთა რიცხვი 2 992 ადამიანს შეადგენს. მათგან 1 730 მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად რაიონში დაიღუპა, სადაც არასამთავრობო, ჰუმანიტარული ჯგუფის, „თეთრი ჩაფხუტების“ განცხადებით, დასახმარებლად სამაშველო ჯგუფებიდან ამ დრომდე არავინ მისულა და მათ საკუთარი ძალებით უწევთ სტიქიის შედეგებთან გამკლავება. 1262 ადამიანია დაღუპული ბაშარ ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მეტი...

კოჯორში დაკარგული ბაჩო ქართველიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

კოჯორში დაკარგული 33 წლის გიორგი(ბაჩო) ქართველიშვილი, ქოროღლის ციხის მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩო ქართველიშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს, თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. „ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით…

მეტი...

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით, 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში – ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა. „თითოეულ სექტორში რეფორმების განხორციელების შეფასების შემდეგ, ევროკავშირმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება: მთლიანობაში საქართველოს მთავრობის კარგი წინსვლა შეინიშნება მცირე და საშუალო საწარმოების (SME) სტრატეგიის განხორციელების კუთხით.…

მეტი...

„საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთსა და გერმანიას მოუწოდებს, იყვნენ გარდამტეხი ძალა და უკრაინას თანამედროვე ავიაგამანადგურებლები გადასცენ. „საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები და სწორედ ასე ვხედავ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებას. ეს ცხადია. რაც უფრო მალე მივიღებთ შორ რადიუსზე მოქმედ მძიმე შეიარაღებას და ჩვენი პილოტები მიიღებენ თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება ეს რუსული აგრესია“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქს გაერთიანებული სამეფოდან ეწვია. ის ემანუელ მაკრონთან და ოლაფ შოლცთან ერთად ვახშამს დაესწრო. პარიზის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი დღეს  ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მეტი...

„და, ძმა, მამიდა და კიდევ რამდენიმე მეზობელი ნანგრევებშია მოყოლილი”- ცნობილი შეფ-მზარეული დახმარებას ითხოვს

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარული შეფ-მზარეული ბურაკ ოზდემირმა მიმართვა ავრცელებს და დახმარებას ითხოვს. „და, ძმა, მამიდა და კიდევ რამდენიმე მეზობელი 9-სართულიანი სახლის ნანგრევებშია მოყოლილი. გთხოვთ, მალე მოდით, რათა გადავარჩინოთ ეს ადამიანები.“ – ამბობს ოზდემირი. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 12 391 ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში კი, დაღუპულთა რაოდენობამ 2 992-ს მიაღწია.

მეტი...

იტალიაში მიწიძვრა მოხდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, 00:51 საათზე იტალიაში, სიენის პროვინციაში, სიენადან 4 კილომეტრის მოშორებით მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. მედიის ცნობით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

მეტი...

,,რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს”- ემანუელ მაკრონი

,,უკრაინელები დღეს იბრძვიან მშვიდობისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო სამართლისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ”,- ამის შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტმა,  ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა წააგოს. “უკრაინას, ამ ომის მოსაგებად, შეუძლია საფრანგეთის და სხვა ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების იმედი ჰქონდეს. რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ომი”, – აღნიშნა მაკრონმა. მისი თქმით, სანამ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და წინსვლას, უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა გაგრძელდება.

მეტი...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის დაღუპულთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 383-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 12 391 ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში კი, დაღუპულთა რაოდენობამ 2 992-ს მიაღწია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.  

მეტი...

,,სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში?”- ირაკლი კობახიძე

,,ბახმუტში უნდა გავუშვათ, თუ სად უნდა გავუშვათ სამკურნალოდ, გინდათ კიევში და ლვოვში, ეს ხომ სირცხვილია და ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია მათი მხრიდან. „ყველაზე სათუთი ფსიქიკა აღმოაჩნდა მიხეილ სააკაშვილს ცხრა ათას პატიმარს შორის. გაუგონარ რაღაცებზე ვსაუბრობთ. სირცხვილიც არის ასეთ თემებზე ლაპარაკი რომ გვიწევს, ეს ერთი. მეორე, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ღია შეთავაზება, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი. აქ ყველანაირი აპარატურა არის, არაჩვეულებრივი პირობებია…

მეტი...

,,თუ ვინმე იტყვის, რომ თბილისი 8 ბალზეა აშენებული და ყველაფერი წესრიგშია ან უცოდინარი და ბრიყვია, ან თავადაა გასვრილი”- თეა გოდოლაძე

,,2023 წლის საქართველოში, თუ ვინმე იტყვის, რომ თბილისი 8 ბალზეა აშენებული და ყველაფერი წესრიგშია ან უცოდინარი და ბრიყვია, ან თავადაა გასვრილი და გადაფარვა უნდა!,”- ამის შესახებ სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში წერს. ,,ხალხნო! 2023 წლის საქართველოში, თუ ვინმე იტყვის, რომ თბილისი 8 ბალზეა აშენებული და ყველაფერი წესრიგშია ან უცოდინარი და ბრიყვია, ან თავადაა გასვრილი და გადაფარვა უნდა! რა ბალი, რის ბალი!! ბალი თუ ვინმემ ახსენა, ესე იგი ბოლო 31 წლის განმავლობაში სტატია არ წაუკითხავს, ინგლისური არ იცის და კომპიუტერი, რომ დასერჩოს და წაიკითხოს! თბილისი 8 ბალიანი 1991 წლის მერე გახადეს.…

მეტი...