თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14 000-ს აჭარბებს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14 014-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 63 000-ს აჭარბებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დანგრეულია 6 400-ზე მეტი შენობა და მთავრობა რეგიონში, მომავალი 1 წლის განმავლობაში ახალი, 3 და 4 სართულიანი შენობების აშენებას გეგმავს.

სირიაში კი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 162 ადამიანი  გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1 262 ადამიანი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კი 1 900 ადამიანი დაიღუპა, რაც ნიშნავს, რომ თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრას, მინიმუმ 17 176 მოქალაქე ემსხვერპლა

მსგავსი თემები