,,ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთს სურს გაანადგუროს უკრაინული და ევროპული ცხოვრების წესი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული ფასეულობების გარანტი მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება.

,,ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის შინისკენ მიმავალი გზა”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები