„იქნება  გეგმა A, გეგმა B ან გეგმა C” – გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სამი გეგმა არსებობს. მისი თქმით, ან ერთი გაამართლებს, ან მეორე და ან მესამე.

„შტაბის და პარტიის ერთობლივი მუშაობის შედეგად არსებობს გეგმა, რომელიც განხორციელდება სავარაუდო გადაწყვეტილებიდან, რასაც მოსამართლე მიიღებს. იქნება ან გეგმა A, გეგმა B ან გეგმა C… ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნიდან დროულად გაიყვანენ. თუკი ეს ასე არ მოხდება, სამართლიანი პროტესტი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია მწიფდება, მიიღებს იმ პროცესებს, რომელსაც თვითონ ხალხი მართავს, ვერ გააჩერებთ ვერავის“, – აღნიშნა ჩალაძემ.

მსგავსი თემები