რუსეთი ომში პატიმარ ქალებს გზავნის

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინაში საომრად პატიმარ ქალებს აგზავნიან. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში  აცხადებენ, ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ.

„მტერი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში დაახლოებით 50 ადამიანის რეკრუტირება მოხდა ქალების ციხიდან, რომელიც დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ქალაქ სნეჟნოეში მდებარეობს.  მომზადების გასავლელად ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან გაგზავნილები”, – აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები