მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ბრძოლას სტრასბურგში აპირებს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, თუ სასამართლო დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ბრძოლა სტრასბურგში გაგრძელდება.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, არსებობს კიდევ სტრასბურგი, ჩვენ ვაპირებთ ვიმოძრაოთ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ იმართება, სადაც მხარეებმა საბოლოო სიტყვა უნდა თქვან. ამის შემდეგ კი მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

მსგავსი თემები