„ამ პროცესიდან პარტია გამარჯვებული გამოვა – იმათ ტვინში ჩამახედა ვინც ეს დაიჯერა,“ – ეკა ხერხეულიძე

ნიკა მელიას შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ვრცელ განცხადებას ეკა ხერხეულიძეც აქვეყნებს. როგორც მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და გუნდის ახლო წევრი აცხადებს, რომ ასი ნაბიჯით უკან დაიხიეს.

“ცვლილებებით” შეპყრობილებმა მოითხოვეს არჩევნები. არჩეულმა თავმჯდომარემ, რომელსაც 2 წელი კიდევ ჰქონდა ლეგიტიმაცია, პირველივე გამოწვევაზე თქვა -“მოდით, სადაც გინდათ, როგორც გინდათ”..რომ არ დარჩენილიყო კითხვა, მთელ ამ გამოგონილ აღტყინებას მზაობით შეხვდა. თუ სხვები, ანუ,”ცვლილებებით ანთებულები” პოლიტსაბჭოს ფორმატით აპირებდნენ თავმჯდომარის ვადამდელ არჩევას, ნიკა მელიამ უარით უპასუხა, არეალი გაზარდა და მეტი ჩართულობისთვის ბლოკჩეინის სისტემით შესთავაზა ენმ-ს ამომრჩევლებს მონაწილეობის მიღება, სადაც შედეგები ასე გადანაწილდა -52% ხაბეიშვილი,40% მელია და შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა გამარჯვებულს“ – წერს ხერხეულიძე ვრცელ „პოსტში“.

მისი შეფასებით, მოძრაობამ ასი ნაბიჯით უკან დაიხია.

„დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა,სადაც არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ, მთლად ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე. მეგონა, ბევრ შეცდომას იმიტომ უშვებენ, რომ ჩვენგან განსხვავებული უნარების მქონეებს, მიხეილ სააკაშვილზე დარდით გათანგულებს, იმდენად დიდი წყურვილი აქვთ უმოკლეს დღეებში დაიხსნან ტყვე, რომ მიზეზიც ეს არის შეცდომების-თქო და ეს რა ვნახე, მარტის ნაცვლად პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად,საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები.

თავიანთვე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40% -ის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია, საერთოდ ამოუღიათ სიიდან… ამ პროცესიდან პარტია გამარჯვებული გამოვა – იმათ ტვინში ჩამახედა ვინც ეს დაიჯერა,“ – აცხადებს ხერხეულიძე.

 

მსგავსი თემები