„უბრალოდ, სიკვდილი გარანტირებულია“ – გიული ალასანია

გიული ალასანიამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და საკვები მიუტანა. როგორც ალასანიამ ჟურნალიტებს განუცხადა, ის მიუტანა, რაც მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა. როგორც ალასანია აცხადებს, მისი შვილის განკურნება უკვე შეუძლებელია.

„სიცხე 38 ჰქონდა, შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები, ძალიან სუსტად ვარო, სულ მიმეორებდა. რა არის გასაკვირია, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ მოწამლულია და მძიმე მეტალები ორგანიზმშია, გარდა ამისა, ადამიანს წელიწადი და 6 თვეა ჟანგბადი არ აქვს, ცა და მზე არ დაუნახავს“ – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა ალასანიამ.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს ის საკვები შეუტანა, რაც თავად მოითხოვა.

„იგივე მოვიტანე, რაც ყოველდღე მომაქვს. დღეს ცოტა განსხვავებული და სხვათა შორის არა მგონია კალორიების მხრივ განსხვავებული, უბრალოდ თვითონ თქვა, რომ ხვალ იქნებ ეს მომიტანოო. რასაც მეუბნება ის მომაქვს. რაღაც ნაწილს შეჭამს, მიღება უჭირს. ამ პირობებში მის მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ, სიკვდილი გარანტირებულია“ – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები