უკრაინა ასიათასობით უპილოტო საფრენ აპარატს ითხოვს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის – ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებს ასიათასობით უპილოტო საფრენი აპარატი სჭირდება.

„ამჟამად უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები იზომება ასობით ათასი სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატით. ამ საჭიროებებზე მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ, ფართომასშტაბიანი ომის პირველ რვა თვეში უფრო მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ექსპლუატაციაში, ვიდრე ბოლო ხუთ წელიწადში”, – აცხადებს რეზნიკოვი.

მისივე შეფასებით გადაუდებლად აუცილებელია აღნიშნული მიმართულების წარმოება, ბაზრის განვითარება და მხარდაჭერა.

 

მსგავსი თემები