„საჯაროობა პირდაპირ ვალდებულებაა და სიჩუმე საძაგლობა“ – ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე

„პოლიტსაბჭოს სიიდან ამოუღიათ ის ხალხი, ვინც მსგავსი შტურმის პირობებში, საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია“ – აცხადებს  ეკა ხერხეულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით და იხსენებს, რომ „ეს დამსახურებული ხალხი“ მიშას საკუთარი პარტიიდან აგდებდა.

„სულ რამდენიმე ვიყავით მაშინ, მიშას საკუთარი პარტიიდან რომ აგდებდნენ და ეგ „დამსახურებული” ხალხი. ხოდა, იმ რამდენიმეს უმრავლესობა გაუშვიათ პოლიტსაბჭოდან -ზურა მელიქიშვილი (ენმ-ს დამფუძნებელია, სხვათა შორის), ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიაური, გიორგი პატარაია.. ცხადია, მე ამ სტატუსს არ დავწერდი, ჩემივე პარტიის არ დაზიანების გამო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჯაროობა პირდაპირ ვალდებულებაა და სიჩუმე საძაგლობა“ – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

მისივე შეფასებით, არსად არავის რომ არ უნახავს ისეთ დეპუტატებს შეაყოლეს მისი თავიც.

„როგორც მოგახსენეთ, მოუგონიათ ახსნადი კვოტები. ანუ, აქამდე ენმ სთვის უცნობი გვარ-სახელებით პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებას გამართლება რომ ჰქონოდა, მაგ. არსად არასდროს რომ არ გვინახავს, ისეთი დეპუტატების ტალღას შეჰყოლია ჩემი გვარიც. მხოლოდ ამ მიზეზით მომიწია საჯარო პოზიციონირება. ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ – არ გრცხვენიათ?! წესით, ხვალ, მიშას სასამართლოს მერე დავწერდი ამას, არასანდო” მეგობრების რომ არ მრცხვენოდეს“ – წერს მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და გარემოცვის წევრი ეკა ხერხეულიძე.

 

მსგავსი თემები