კანადიდან უკრაინაში „ლეოპარდი 2-ი“ ტანკი გაიგზავნა

კანადა უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას ასრულებს და ომში მყოფ ქვეყანას საბრძოლო დახმარებას უგზავნის. კანადამ საბრძოლო ტანკი „ლეოპარდ 2“ უკრაინაში უკვე გაგზავნა.

ინფორმაციას კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, კანადა მუდმივად იქნება უკრაინის გვერდით.

„დღეს კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც მიაქვს პირველი „ლეოპარდ 2“ – საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინაში აგზავნის… ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც სჭირდებათ გამარჯვებისთვის“, – აცხადებს მინისტრი.

 

მსგავსი თემები