სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რაიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები გაიხსნება. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს კი გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.

„უკვე შევქმენით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. უახლოეს პერიოდში თბილისის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ახალი ოფისი. ჩავატარებთ თბილისის კონფერენციას, ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას, ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობას და ასევე დამოუკიდებელი სივრცე ექნებათ ახალგაზრდებს. დავიწყებთ რეგიონული და რაიონული კონფერენციების მომზადებას. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამი დასაკარგი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა ყრილობაზე, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

მსგავსი თემები