„ნაციონალური მოძრაობს გიბრუნდებათ თქვენ“ – ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მე-10 ყრილობამ ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცა. ყრილობის ნონაწილეებს სიტყვით მიმართა ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ პარტიის სიძლიერე ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ასოცირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, სწრაფ განვითარებასთან. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის კორუფციის დაუძინებელი მტერი, ჩვენი ხალხის ჩაგვრის, გაჭირვების და სიღატაკის მტერი. „ნაციონალური მოძრაობა“ დგას წესიერ, მშრომელ, გაუტეხელ, პატრიოტ ადამიანებზე, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის ფაქტი“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით,  პარტიას აქვს პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე.

„ვართ ისტორიის გზაგასაყარზე, ჩვენი ისტორიული ოჯახი, ევროპა, თუ პუტინის ტერორისტი, მკვლელი, ბოროტი რუსეთი. სწორედ ამიტომ, დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნება. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაბამისად, პოლიტიკურ საბჭოში აბსოლუტური უმრავლესობა გექნებათ თქვენ, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, თქვენ მიერ არჩეულ რეგიონულ ლიდერებს. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ გიბრუნდებათ თქვენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები