„ღმერთმა არ ქნას მისი დაღუპვა და დაინვალიდება“ – ნიკოლოზ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მამა მისი შვილის საქმის განმხილველ მოსამართლეს მიმართავს. ნიკოლოზ სააკაშვილი გიორგი არევაძეს მოუწოდებს, გადაწყვეტილების გამოტანისას ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს.

„იფიქრეთ საქართველოზე. ღმერთმა არ ქნას მისი დაღუპვა და დაინვალიდება, ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს. მაგალითად, მე რომ ვიყო დღეს რაღაც კომისიის თავმჯდომარე, ხელს მოვუწერდი მიშას კი არა, ნებისმიერს. ამ დროს, როდესაც ასეთი კაცი არის დასახსნელი, შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ“ – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები