„ადამიანი აღარ არსებობს“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილი ძალიან ცუდ დღეშია და მის ჯანმრთელობაზე უკვე არც არის საუბარი.

„საშინელი მდგომარეობა, ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის საუბარი, ადამიანი აღარ არსებობს – არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს“, – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან, რომელიც კლინიკაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მის შვილზე მსოფლიო ლაპარაკობს და წუხს, საქართველოში კი პრობლემას ვერ ხედავენ.

„ევროსაბჭომ და ევროკავშირმა რეზოლუციაც მიიღო. საგანგებო სხდომა ჩატარდა აპირებენ რეზოლუცია კიდევ მიიღონ. უკრაინის რადაც რეზოლუციას იღებს. არის სამიტი, სადაც მუდმივად ჩემს შვილზე საუბარია. არ ვიცი, მეტი რაღა უნდა იყოს. მე საქართველოში მეორე ასეთი ადამიანი არ მეგულება, რომელზეც შეიძლება ასეთი ხმაური ატეხილიყო“, – აღნიშნა ალასანიამ მედიასთან

 

მსგავსი თემები