სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების დაფინანსება „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, შესაბამისი შტაბების გაძლიერება და დაფინანსება იქნება.

„პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებ, იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების შექმნა და უზრუნველყოფა ამ შტაბების ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების გაწევის, მათ შორის პარტიის საბიუჯეტო სახსრების მიმართვა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებისთვის. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, გიორგი ჩალაძეს პარტია დაეხმაროს ლოჯისტიკაში, მათ შორის პარტიის საბიუჯეტო სახსრები მიმართოს ამ მიმართულებით; ხელი შუეწყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამ მიმართულების გააქტიურებას და პირველი ჩემი გადაწყვეტილება იქნება ამ შტაბების ჩამოყალიბება“ –  განაცხადა ხაბეიშვილმა, რომელიც პარტიის ყრილობამ დღეს ოფიციალურად დაამტკიცა.

ყრილობის გადაწყვეტილებით, ხაბეიშვილი მოძრაობას მხოლოდ 2 წლით უხელმძღვანელებს. ადრე კი თავმჯდომარე 4 წლიანი ვადით ირჩეოდა.

 

მსგავსი თემები