„ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება“ – შალვა ხაჭაპურიძე ხვალინდელ სასამართლოზე

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას. როგორც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, ეს იქნება ისტორიული პროცესი, რადგან მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

„ჩვენ დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე და საქართველოს მომავალი“ – აცხადება შალვა ხაჭაპურიძე.

მისი თქმით, მოსამართლემ საკუთარ თავში ძალა უნდა იპოვოს.

„მთავარია, ახლა მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ძალა იმ ზეწოლის მიუხედავად, რაც ხორციელდებოდა სასამართლოზე, ეს იყო მთავრობის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, ზოგადად პოლიტიკოსებიდან, მან გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – აცხადებს ხაჭაპურიძე.

 

მსგავსი თემები