უკრაინამ რუსეთში გატაცებული 125 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი-კომისარი ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკი აცხადებს, რომ კრაინამ ომის დროს რუსეთში უკანონოდ წაყვანილი 125 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

„ჩვენ შევძელით რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული თითქმის 14 000 ბავშვის მონაცემების დადგენა და გადამოწმება და, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათგან მხოლოდ 125-ის სახლში დაბრუნება მოვახერხეთ “, – აღნიშნა დარია გერასიმჩუკმა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 456 ბავშვი დაიღუპა, 897 კი – დაშავდა.

„ჩვენი პრეზენტაციის მიმდინარეობის დროს შევიტყვეთ, რომ დნიპროში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც რაშისტებმა მოკლეს“, – განაცხადა გერასიმჩუკმა.

მსგავსი თემები