,,პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე ფასების მატების მიუხედავად, გერმანიას რეცესია არ ემუქრება”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე ფასების მატების მიუხედავად, გერმანიის ეკონომიკას რეცესია არ ემუქრება.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიას რეცესია არ ემუქრება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რეაგირება ძალიან რთულ სიტუაციებზე“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით,  ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ აშშ-თან ე.წ მწვანე სუბსიდიებთან დაკავშირებით სავაჭრო ომის თავიდან აცილება შესაძლებელია.

„როიტერის“ ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკამ 2022 წლის ბოლო კვარტალში სტაგნაცია განიცადა, თუმცა წლის განმავლობაში 1,9%-ით გაიზარდა.

 

მსგავსი თემები