ნიკანორ მელიას განცხადებით, მისი ფარული ჩანაწერი ვანო მერაბიშვილის გავრცელებულია

„ზუსტად ვიცი, აუდიოჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია. ჩათვალა, რომ ამას შეეძლო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკანორ მელია.

მისივე შეფასებით, ამით ვერაფერს მოიგებენ. პირიქით, ეს არის ფეხში პოლიტიკური გასროლა და დიდი სხვაობით წააგებენ არჩევნებს.

„უკანონო გზით და მეთოდებით მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, მის შინაარსში შესვლა ნიშნავს მის ლეგიტიმაციას. ფენომენი – ფარული მიყურადება კონკრეტული დანაშაულია. ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად, თუ გავლენა უნდა ვინმეს მოიპოვოს პარტიის შიგნით, ხვალ ქვეყნის მმართველობისას გამოიყენებენ. ის ადამიანები, ვინც დღეს ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრები არიან, 2012 წელის ციხის კადრები რომ გავრცელდა, დღესაც გეტყვიან, რომ ადამიანების ემოციებზე უნდოდათ თამაში, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიაში გაავრცელეს და შედეგად, სახელმწიფო დაიღუპა“ – აცხადებს მელია.

მისივე შეფასებით,  ზუსტად იცის ვინ დგას ამ ჩანაწერის გავრცელების უკან.

თვე-ნახევრის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც მე მიპირისპირდებიან, ამ ჩანაწერებს საკუთარ მობილურ ტელეფონებში დაატარებდნენ და ასმენინებდნენ კონკრეტულ ადამიანებს. ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრმა აქტიურმა წევრმა იცის, რეგიონშიც და თბილისშიც. გავრცელდა ეს ჩანაწერი და შემდეგ განცხადებით დაგმეს, რა პასუხი გასცეს იმ ასობით ადამიანს, რომლებსაც მოასმენინეს. მეორე მხარე როდესაც საუბრობს, ნიკა მელიას მეგობრებმა თქვეს, ეს ვანო მერაბიშვილის გავრცელებულია, არადა, სინამდვილეში, სუს-ის გავრცელებულიაო, მე როცა ვიცი დანამდვილებით კონკრეტული, მათ შორის, პოლიტიკოსები, რომლებიც დაატარებდნენ ამ ჩანაწერებს, ახლა რომ ვთქვა, სუს-მა მოიპოვა ეს ჩანაწერი, მიაწოდა ამ ბატონებს და მერე დაარბენინებდნენ სხვადასხვა ადგილას, ეს ვერსია მათ კარგ მდგომარეობაში ჩააყენებს?! დიახ, მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე“ – აცხადებს მელია.

 

მსგავსი თემები