დიდ ბრიტანეთში ადამიანებზე კიბოს ვაქცინის გამოცდას დაიწყებენ

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა კომპანია BioNTech-თან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის თანახმად  2023 წლის შემოდგომიდან კიბოსა და სხვა დაავადებების ვაქცინების ადამიანებზე გამოცდა დაიწყება.

მემორანდუმი კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მიმდინარე ცდებში ჩართვისა და პერსონალური თერაპიული მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს.

მსგავსი თემები