ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს

ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ყახაზეთის მთავრობა შეწყვეტს პრაქტიკას, რომელიც რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დე ფაქტო აძლევდა საშუალებას, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენილიყვნენ.

ამრიგად, ყაზახეთში სამი თვის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ, შემდეგ კი ხელახლა მიიღონ ქვეყანაში კიდევ 90 დღით დარჩენის უფლება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეფორმის მიხედვით, ხელისუფლება მიგრაციულ ნაკადებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს.

 

მსგავსი თემები