ბუბა კიკაბიძეს ხვალ დაკრძალავენ

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს  თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საესტრადო მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბუბა კიკაბიძე, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები