,,საქართველოს შესაძლებლობა, დაამატოს რაიმე იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა იღებს, უკიდურესად შეზღუდულია”- სალომე ზურაბიშვილი

,,საქართველოს შესაძლებლობა, დაამატოს რაიმე იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა იღებს სამხედრო ან ეკონომიკური კუთხით, უკიდურესად შეზღუდულია,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ძალები  სტრატეგიულ ავტომაგისტრალთან და გაზსადენებთან ძალიან ახლოს იმყოფებიან, რაც საფრთხეს ქმნის.

„ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%, სადაც მდებარეობს ორი დიდი რუსული ბაზა, რომლებიც ოდნავ შემცირდა უკრაინაში ომის გამო, რადგან გარკვეული აღჭურვილობისა და პერსონალის გადაყვანა მოხდა უკრაინაში, თუმცა რუსული ძალები იქ მაინც რჩებიან, ზოგიერთი მათგანი თბილისიდან 40 კილომეტრში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

მსგავსი თემები