,,აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. მისი თქმით, მიუღებელია რუსეთის მოთხოვნა კიევის მიმართ, რომ უკრაინამ ახალი ტერიტორიული რეალობა აღიაროს.

„თქვენ თუ გადახედავთ ტრაექტორიას „სტინგერებიდან“ „ჯაველინებამდე“ და „ჰაიმარსებიდან სარაკეტო ბატარეა „პეტრიოტებამდე“, დაინახავთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაწვდით კიევს იმას, რაც უკრაინას სჭირდება. ამას იმგვარად ვაკეთებთ, რომ დავრწმუნდეთ, ეს დახმარება პასუხობს ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრისას.

ბლინკენის განცხადებით, თუ პუტინი ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება უკრაინით და აღარ ექნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნება, ის ცდება.

 

მსგავსი თემები