,,რუსეთი კაცობრიობის მტრად იქცა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთი კაცობრიობის მტრად იქცა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით,  მსოფლიომ იცის, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში.

„მშვიდობიანი მოქალაქეები და მცირეწლოვანი ბავშვები რუსეთისთვის მტრები არიან. ცხადია, ეს შეიძლება, მომხდარიყო მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გადაიქცა კაცობრიობის მტრად. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ტერორისგან თავდაცვაში. მსოფლიოს ესმის უკრაინის დავოსში. იქ იციან, რა გააკეთა რუსეთმა დნიპროში, რას უკეთებენ ხერსონს, ხარკოვს, ჩვენს დონბასსა და სხვა ტერიტორიებს, სადაც რუსეთმა სიკვდილი მოიტანა. ჩვენ ვლობირებთ ტერორის სახელმწიფოზე ზეწოლის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ამ კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალისა და ომის შედეგად მიყენებული ზიანის რუსული აქტივებით კომპენსირების სპეცმექანიზმის შექმნას. პირველმა ლედიმ დავოსში წარადგინა ჩვენი მშვიდობის ფორმულის ყველა ელემენტი. ეს მოიცავს სამართლიანობის პუნქტს, რაც ითვალისწინებს რუსი ტერორისტების პასუხისგებას ჩადენილის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები